რუსთაველი მოქანდაკე ეგვიპტის სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას

2022-07-11 14:28:54

რუსთაველი მოქანდაკე ეგვიპტის საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღებს მონაწილეობას. ვანო გულდედავა მსოფლიოს 13 საუკეთესო ხელოვანს შორის მოხვდა.

მისი თქმით, სიმპოზიუმზე მოხვედრა ძალიან რთულია და ეს მისთვის, როგორც მოქანდაკისთვის მნიშვნელოვანი შანსია.

"ეს ჩემი მეორე სიმპოზიუმია საზღვარგარეთ. შარშან თურქეთში ვიყავი. ძალიან მნიშვნელოვანია მოქანდაკისთვის სიმპოზიუმები. ხდება ინფორმაციის გაცვლა, ნახულობ და იცნობ უცხო მოქანდაკეებს, აკვირდები სამუშაო პროცესს. მოხვედრა რთულია, არ არის მარტივი. ეს უკვე გამარჯვებაა. როცა მონაწილე ხდები, ნიშნავს იმას, რომ შენი ესკიზი აირჩიეს, როცა მთელი მსოფლიო იღებს მონაწილეობას ამ კონკურსებში", - უთხრა ვანო გულდედავამ "ინფო რუსთავს".

ნამუშევარი, რომელმაც  36 წლის ხელოვანს კონკურსში გამარჯვება და სიმპოზიუმის საგზური მოუტანა სიყვარულზეა.

ქანდაკება ამ დროისთვის თურქეთში, კერძოდ კუშადასშია განთავსებული.


ეგვიპტის საერთაშორის სიმპოზიუმი 4 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. რუსთაველ მოქანდაკეს გამარჯვებული ესკიზის ახლა უკვე დიდ მასშტაბებში დადგმა მოუწევს.


 


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები