ხელის თხოვნა რუსთავში "ოქსიგენ ფესტზე" [video]

2022-07-11 00:19:24

რუსთაველმა, 24 წლის ლაზარე ლაცაბიძემ შეყვარებულს, 21 წლის ნინი მაჩაიძეს ხელი "ოქსიგენ ფესტზე" ჯგუფი "რეგიონის" კონცერტზე სთხოვა. [ვიდეო/video]

მეგობრების გარემოცვაში ხელის თხოვნის მომენტი საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას გაიხსენა ნინიმ, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის ეს დღე ყველაზე ემოციური და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა.

"ეს იყო ყველაზე ემოციური და სიურპრიზებით სავსე დღე ჩემს ცხოვრებაში. როდესაც ლაზარე სრულიად მოულოდნელად ბეჭდით ხელში დავინახე ემოციების ზღვა მომაწვა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი და ამ ბედნიერებას თან ჩემი გულწრფელი ცრემლები ახლდა . მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს , რომლებმაც გაიზიარეს ჩვენი სიხარული და ეს დღე უფრო დაუვიწყარი გახადეს",- აცხადებს ნინი მაჩაიძე.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები