"ოქსიგენის" სივრცეში გუშინ მუსიკალური ფესტივალის პირველი დღის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართა.
8 ივლისს რუსთავის ცენტრალურმა პარკმა და "ოქსიგენ ფესტმა" ელექტორნული მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლა. "უსმინეს" მთავარი სცენა დაიკავეს თანამედროვე მუსიკალურმა ჯგუფებმა და მოთხოვნადმა DJ-ებმა. ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მუსიკის მოსმენასთან ერთად, ცენტრალურ პარკში მისულ სტუმებს განტვირთვისთვის არაერთი არჩევანი ჰქონდათ. პარკში მოწყობილი იყო სხვადასხვა სივრცე კვების, სპორტული აქტივობებით დაკავებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისათვის.
ფესტივალი დღესაც გრძელდება.
9 ივლისი "ART GENE FEST"-ის დღეა. მთავარ სცენაზე 16:00 საათიდან - 02:00 საათამდე სტუმრების წინაშე "33ა", "გაგა ფრანი", REGGAEON და "სუხიშვილები" წარდგებიან.