თბილისი,რუსთავი,ქუთაისი - ყველაზე დაბინძურებული ქალაქები საქართველოში (ფოტო).

2016-12-02 15:05:06

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელის მქონე ქალაქებში რუსთავიც მოხვდა. გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს ოქტომბრის თვეში ბათუმის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე აწარმოებდა., სადაც ატმოსფერული ჰაერის  დამაბინძურებელი ნივთიერებების: მტვრის, ნახშიროჟანგის, აზოტის დიოქსიდის და ტყვიის კონცენტრაციები საზღვრავდა. ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, რუსთავის ჰაერში მტვრის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია 3.0-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას, ხოლო აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებში იყო. დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთავის გარდა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფიქსირდება.