"ოქსიგენ ფესტის" პროგრამა

2022-07-07 12:58:36

რუსთავის ცენტრალურ პარკში, 8 და 9 ივლისს, საფესტივალო სივრცე "ოქსიგენი", "ოქსიგენ-ფესტის" ფარგლებში, თანამედროვევე მუსიკალურ ფესტივალ "სმინეს" და "არტ - გენს" უმასპინძლებს.

8 ივლისს "უსმინე"-ს მთავარი სცენა 16:00 საათიდან, 03:00 საათამდე თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებსა და 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად DJ-ებს დაეთმობა:

16:00 - TOKKS; 17:00 - Kote Japaridze; 18:00 - Trotsky ; 19:00 - papanusi; 20:00 - Melqo; 21:00 - Black Marrows; 22:00 - Killages; 23:00 - Bad HaBitz; 24:00 - Ellarge; 01:30 - Ziad Aliev.
ფესტივალის მეორე დღეს, 9 ივლისს "ART GENE FEST"-ის მთავარ სცენაზე, 16:00 საათიდან, 02:00 საათამდე "33ა", "გაგა ფრანი", REGGAEON და "სუხიშვილები" წარდგებიან სტუმრების წინაშე.

მუსიკასთან ერთად "ოქსიგენი" სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს, მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის.გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც (STALL).

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები