რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, რესტორან "იმპერიასთან" ხმაური იყო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რესტორანში ერთმანეთს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭიდა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც მიღებული დაზიანებების გამო "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
ფაქტზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.