შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე 6 ადამიანი მოკლა. სროლის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.
შემთხვევა 4 ივლისს, ჩიკაგოს გარეუბანში, დამოუკიდებლობის დღის აღლუმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. თავდაპირველად თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
დაკავებული 22 წლის რობერტ კრიმოა, მას ბრალი ჯერჯერობით არ წარდგენია. უცნობია თავდასხმის მოტივიც.