ირანის სამხრეთ ნაწილში 6.1 და 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა. [video/ვიდეო]
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს.