პედაგოგებს კომპიუტერები გადაეცემათ.

2016-12-02 13:53:01

დაწყებითი კლასის პედაგოგებს განახლებული კომპიუტერები წლის ბოლომდე გადაეცემათ. ღნიშნულ კომპიუტერებს მასწავლებლები ქსელური მეცადინეობისთვის გამოიყენებენ და მოსწავლეებს სხვადასხვა სახის დავალებებს მისცემენ. კომპიუტერები პირველკლასელებს სექტემბერში დაურიგდათ, პირველი კლასის პედაგოგებს კი ინფრასტუქტურის სააგენტოს ინფორმაციით,კომპიუტერები დეკემბრის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით დაურიგდებათ. რუსთავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, მასწავლებელთა ნაწილს განახლებული კომპიუტერები დეკემბერში გადაეცემა, ამ დროისთვის კი  მონაცემების შეგროვება მიმდინარეობს.