ტეხასის შტატში სატვირთო ავტომობილში 46 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს [video]

2022-06-28 11:10:15

ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ სანტორინში მიტოვებულ სატვირთოში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს. [ვიდეო/video]

ამერიკული მედიის ინფორმაციით, სატვიტო ავტომობილით, სავარაუდოდ, მექსიკელი მიგრანტები გადაჰყავდათ. ავტომობილში სამართალდამცავებმა გარდაცვლილებთან ერთად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 16 ადამიანიც აღმოაჩინეს, მათ შორის 4 ბავშვია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გადარჩენილ მიგრანტებს სითბური დარტყმა და გაუწყლოება აქვთ.

ამერიკელმა სამართალდამცავებმა, სატვირთო მას შემდეგ იპოვეს, რაც მათთან შეტყობინება მიტოვებული ღია ავტომობილის შესახებ შევიდა, რომლის მახლობლადაც გვამი იყო ნაპოვნი.

ამ დროისთვის დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები