ძლიერი აფეთქების ხმა რუსთავში

2022-06-27 14:35:35

რუსთავში დაახლოებით 14:15 საათისთვის მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო, რასაც მცირე ბიძგებიც მოჰყვა.

აფეთქების ხმასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

მოსახლეობის თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის ტალღამ ფანჯრები და კარები შეაზანზარა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, აფეთქების ხმა ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მოდიოდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, სწავლება მიმდინარეობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები