ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები რუსთავში [photo]

2022-06-25 13:27:50

რუსთავის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს.

ექსპედიციის დროს, რომელიც 1 ივნისს დაიწყო, ჯერ-ჯერობით ყველაზე ძველი დათარიღების ნივთი გვიან ბრინჯაოს ხანის ძვ.წ IX-VII საუკუნის ბრინჯაოს სამაჯურებია.

4 ივნისის გათხრების დროს აღმოჩენილია ორი ტიპის 5 სამაჯური.

ასევე 4 ივნისსაა ნაპოვნი ძვ.წ VIII-VI საუკუნით დათარიღებული თიხის საბეჭდავი

რუსთავი ციხი ჩრდილოეთ უბანში, თხრილი N18 ტერიტორიაზე 15 ივნისს, სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნით დათარიღებული ხელადა იპოვეს

ასევე 15 ივნის რუსთავის ციხის ჩრდილოეთ უბანიში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ყელსაბამი (საკიდი).

ამავე დღეს ასევე ციხის ჩრდილოეთ ნაწილში არქეოლოგებმა იპოვეს სარდიონის მძივები

17 ივნისს ციხის ჩრდილოეთ უბანში იპოვეს ბავშვის ბრინჯაოს სამაჯური და სპილენძის მონეტები.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არტეფაქტი ბრინჯაოს კანდელაბრიამ რომელიც  არქეოლოგებმა 24 ივნისს ციხის ჩრდილოეთ უბანში, N18 თხრილში, N33 სამეურნეო ორმოში აღმოაჩინეს. არტეფაქტი, სავარაუდოდ, XII-XIII საუკუნით თარიღდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, ექსპედიციის დროს ნაპოვნია კიდევ ბევრი არტეფაქტი, თუმცა მათი ნაწილი დასამუშავებელია. მისი თქმით, ციხის ტერიოტრიაზე საველე სამუშაოები თვის ბოლომდე გაგრძელდება და შემდეგ სექტემბერში ისევ განახლდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები