საცობი რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე

2022-06-23 21:50:09

რუსთავი-თბილისის მაგიზტრალზე საცობია.

როგორც "ინფო რუსთავს" მძღოლებმა უთხრეს, საავტომობილო საცობი ფონიჭალის გზის მონაკვეთზეა წარმოქმნილი.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ მოძრაობის შეფერხების გამომწვევი მიზეზი ავარია გახდა. არსებული ინფრომაციით, რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.