რუსთავში "ოქსიგენ ფესტის" პროგრამა

2022-06-22 13:33:30

რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში 25-26 ივნისს "ოქსიგენ ფესტი" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც რუსთავი სხვადასხვა არტისტს უმასპინძლებს.

პროგრამის მიხედვით, საფესტივალო სივრცე 25 ივნისი "არტ გენს" დაეთმობა და ღონისძიებები შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართება:

18:30 საათზე ფოლკლორი, 20:00-ზე „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური.

მთავარი სცენა: 21:00 საათზე „გაგა ფრანი“, 22:00-ზე „სუხიშვილები“, 23:30-ზე „33ა“.

26 ივნისი, კვირა 16:00-04:00:

" უსმინე "მთავარი სცენა / ცოცხალი შესრულებები (LIVE) : Papanus, LUA, Bad Habbitz, Reggaeon, Killages

ელექტროული სცენა / DJ-ები // 16:00 საათიდან - 04:00 საათამდე

Tokks, Antiproject, Kote Japaridze, Trotsky, Ziad Aliev, Ellarge.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 20-დან 30 ლარამდეა.