იმის ფონზე, რომ მოქალაქეებს ბევრი რამ გაუძვირდათ, დავინტერესდით, მოიმატა თუ არა ფასებმა სალონურ მომსახურებაზე რუსთავში.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ქალაქში არსებული რამდენიმე პრესტიჟული სილამაზის სალონის წარმომადგენელს დავუკავშირდით.
კითხვაზე პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო. სალონებში აცხადებენ, რომ არცერთ მომსახურებაზე ღირებულება მომატებული არ არის.
სილამაზის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ძალიანაა გაძვირებული პროდუქცია, თუმცა ერთგული მომხმარებლების ხათრით, ფასებს უკვე თითქმის 1 წელია ინარჩუნებენ.
ბუნებრივია, ინფორმაციას ვერ განვაზოგადებთ და ყველა სალონთან მიმართებაში შეიძლება იყოს ინდივიდუალური. მაგალითად, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბევრ მოქალაქეს უწევს გაზრდილი საფასურის გადახდა თმის შეჭრაში.
საინტერესოა, გაგიძვირდათ თუ არა სალონური მომსახურება თქვენ?