რუსთავში 3 მამაკაცი დაჭრეს [video]

2022-06-19 01:12:35

რუსთავში 3 მამაკაცი დაჭრეს [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით XII მიკრორაიონში მამაკაცებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. ადგილობრივები სააგენტოსთან პირად საუბარში აცხადებენ რომ მათთვის უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი კორპუსის ეზოში დანით დადიოდა და იმუქრებოდა. მამაკაცებს შორის ხმამაღალი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთერთი თვითმხილველის თქმით ახალგაზრდა ავტოფარეხთან განთავსებულ სკამზე მსხდომ მამაკაცებს მიუახლოვდა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 2 დაჭრილი ადგილზევე დაეცა, ხოლი ერთი მოგვიანებით მეზობელ კორპუსთან უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. პაციენტები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კვლევები ამ წუთებშიც უტარდებათ.