რა ღირს მიწის ნაკვეთი რუსთავში

2022-06-18 15:40:24

რუთავში მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მასზე მოთხოვნაც.

როგორც "ინფო რუსთავს" უძრავი ქონების სააგენტოებში განუცხადეს, მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ ინტერესის ზრდა მკვეთრად პანდემიის, კიდევ უფრო მეტად კი, ომის შემდგომ შეინიშნება.

მიწის ნაკვეთების ფასს, პირველ რიგში, მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, მნიშვნელოვანია რამდენად პრესტიჟულია ადგილი და ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ახლოსაა ცენტრალურ გზასთან.

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მიწის ნაკვეთის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 40 დოლარიდან (ლარის ექვივალენტში) იწყება და 80 დოლარამდე მერყეობს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი თბილისის ქუჩაა, სადაც პრაქტიკულად მიწის ნაკვეთის ყიდვა უკვე შეუძლებელია.

უძრავი ქონების ბაზარზე, ადგილობრივი მცხოვრებლების გარდა, საქართველოდან წასული ემიგრანტებიც აქტიურობენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები