დევნა და ავარია რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე [video]

2022-06-17 00:37:52

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"კიას" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის შუაგამყოფ ზოლს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ავტოდილერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათ "კიას" მარკის მანქანა შეისყიდეს, თუმცა მანქანის უკვე ყოფილმა მეპატრონემ თანხა აიღო და ავტომობილი გაიტაცა.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, ის აცხადებდა, რომ სატრანსპორტო საშუალება არ გაუყიდია და შესაბამისად, აღნიშნული პირებისგან არც თანხა მიუღია.

როგორც ადგილზე გახდა ცნობილი, ავარიას წინ ადევნება უძღოდა. მანქანის მძღოლის თქმით, მას ავტოდილერები აედევნენ, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმროჩილა და გზის შუაგამყოფ ზოლს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები