რუთავის შემოსასვლელში არსებულ შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
ლაცაბიძის თქმით, შენობის დაშლა შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდება. მისივე განცხადებით, ქალაქში უსახური შენობების გაჩენას აღარ დაუშვებს.
"აქ ხედავთ შენობას, რომელიც რუსთავის შემოსასვლელში არის უკვე წლებია. უსახური შენობაა და მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ ძალიან მალე უნდა დაიშალოს, რაც სწორედ ამ რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება. კარგია ის, რომ ჩვენ არ მოგვიწია ხისტი ნაბიჯების გადადმა და მეპატრონეებთან შეთანხმებით, თვითონ უზრუნველყოფენ ამ შენობის დაშლას. ჩვენ არასდროს აღარ უნდა დავუშვათ ქალაქში მსგავსი უსახური შენობების გაჩენა", - განაცხადა ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, რუსთავის შემოსასვლელის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად 4 700 000 ლარი დაიხარჯება.