ზღვაზე ბანაობა აკრძალულია

2017-09-24 13:54:19

შავი ზღვის აჭარის აკვატორიაში 4 ბალამდე შტორმია გამოცხადებული. სინოპტიკოსების განცხადებით, საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაზე ბანაობა აკრძალულია.

ხვალიდან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოჭრილი, ციკლონთან არსებული, გრილი და ნოტიო ჰაერის მასები აჭარის ტერიტორიას დატოვებს და გამოიდარებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 25 და 26 სექტემბერს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.