რუსთაველ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი დავით შანიძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაშვილი შეხვდნენ.
სამ სპორტსმენს, რომლებმაც გასულ კვირას რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იასპარეზეს და საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ, ხელმძღვანელმა პირებმა წარმატება მიულოცეს. სპორტსმენებს მათ მადლობის სიგელები და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
I ადგილი - დავით გაბედავა (44 კგ)
II ადგილი - სიმონ ბასილია (41 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა
III ადგილი - გიგია ლუქუნიძე (85 კგ)