თურქეთში მიწისძვრა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის პროვინციაში, ტუსბის მუნიციპალიტეტში იყო.
სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5-დან 5,3 მაგნიტუდამდეა. ამ დროისთვის უცნობია, მოყვა თუ არა სტიქიას ნგრევა ან მსხვრეპლი.
მიწისძვრის შესახებ წერს, საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძეც. მისი განცხადებით, მიწისძვრა შესაძლოა ბათუმშიც ეგრძნოთ.