წყალდიდობა რუსთავში [ვიდეო/video]
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
იაღლუჯის მთიდან, თბილისის ქუჩისა და ფალიაშვილის ქუჩის მეშვეობით ქალაქში წყლის დიდი ნაკადი შემოვიდა, რომლის გატარებაც წყალარინების სისტემამ დროულად ვერ მოახერხა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაიტბორა რამდენიმე სარდაფი და საცხოვრებელ სახლებში ჩააღწია წყალმა.
სხვადასხვა მისამართებზე უკვე მუშაობენ მერიისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.