თავდასხმა საქართველოს ბანკზე

2022-06-10 14:58:30

ბათუმში პირი "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თვითმხილველ ინფორმაციით, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა, იარაღის მუქარით მძევლის აყვანაც სცადა, თუმცა ვერ შეძლო. თავდამსხმელმა ვერც თანხის წაღება მოახერხა. "ბათუმელების" ცნობით, პირი დაკავებულია.ფაქტზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.