აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი

2022-06-10 12:13:50

აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი.

აჭარა ჯგუფი შაბათს, 11 ივნისს, 12:00 საათზე რუსთავში „რუსთავის პარკში“ დასაქმების ფორუმს გამართავს. ღონისძიების ფარგლებში, დასაქმების მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ აჭარა ჯგუფში შემავალი ობიექტები - Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi,  Stamba Hotel, Fabrika, Rooms Hotel Kokhta, Lolita, Shukura - მომსახურების სფეროს ვაკანსიებს, გაესაუბრონ კომპანიის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორაცია ჩვენთან შემდეგი მიმართულებებით დასაქმების შესაძლებლობის შესახებ:

* მიმტანი, მიმტანის დამხმარე
* მიქსოლოგი, მიქსოლოგის დამხმარე
* ჰოსთესი
* მზარეული
* რეგისტრატორი
* ხარჯთაღმრიცხველი
* დასუფთავების თანამშრომელი
* სამზარეულოს დასუფთავების თანამშრომელი

ღონისძიება ერთდღიანია და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი რეგულარულურად იმართება, რაც კიდევ უფრო ზრდის სამუშაო ადგილების რაოდენობას და აძლიერებს საქართველოს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის შესაძლებლობებს.