ფულადი დახმარება ემიგრანტებს

2022-06-10 11:03:29

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს  91 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის  გრანტი გადაეცემა.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს  რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
პროგრამის მონაწილეები საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკასა და  ინვენტარს თავადვე არჩევენ.
საშემოსავლო პროექტების დაფინანსების მსურველთა განაცხადების მიღებას  სააგენტო წელიწადში ორჯერ აცხადებს.