რუსთავის მერია, დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გავრცელებული ინფორმაციით, მერიის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი შპს-ს თანამშრომლის სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებთ.
თუმცა, არავის ეპატიება უკანონობა და გადაცდომა საჯარო სამსახურში.
ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის დარღვევევის შემთხვევაში ვიქნებით უკიდურესად მკაცრები და ეს მიდგომა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ თანაბარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ რუსთავში საჯარო მოხელის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.