რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-06-08 19:12:47

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისს 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, ტაშკენტის, ლეონიძის, მეგობრობის, მურმან ლებანიძის და მიმდებარე ქუჩებზე;

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.