რამდენი მგზავრი გადაიყვანა რუსთავი-თბილისის ავტობუსებმა

2022-06-08 15:30:37

რუსთავი-თბილისის ავტობუსები 71 230 მგზავრს მოემსახურა, მათ შორის 28 000 სტუდენტი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მუნიციპალიტეტის მერიიდან მიაწოდეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მონაცემები აპრილის შუა რიცხვებიდან მაისის თვის ბოლომდე პერიოდს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსებს დღის განმავლობაში, საშუალოდ, 2000 - 2500 მგზავრი გადაჰყავს.

შეგახსენებთ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალურმა ავტობუსმა პირველი გასვლა მიმდინარე წლის 13 აპრილს შეასრულა.