სახანძრო-სამაშველო სამსახური რუსთავის ერთ-ერთ კორპუსთან

2022-06-08 14:09:56

რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

მოსახლეობის თქმით, კორპუსში სადენების ნამწვის სუნი და მცირე დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

პრევენციის მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.