ირანში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, დაიღუპა 17 ადამიანი [video]

2022-06-08 12:08:24

ირანში მატარებელი რელსებიდან გადავარდა, რა დროსაც სულ მცირე 17 ადამიანი დაშავდა. [ვიდეო/video] 

ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 7 ვაგონიანი მატარებლის 5 ვაგონი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა ქალაქ ტაბასიდან 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა. მატარებელში სულ 348 მგზავრი იმყოფებოდა. ბოლო ცნობით, სულ მცირე 17 გარდაიცვალა, 50 კი დაშავდა.

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ამ დროისთვის, უცნობია.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები