მაისის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 255 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.
აცრილთა შორის თითქმის ნახევარი, 126, არასრულწლოვანი, 15 წლამდე პირია.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 231 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.
ჯანგულაშვილის ცნობით, დაკბენებ შორის 183 ძაღლის ნაკბენია და 45 კატის. ასევე ფიქსირდება 2 კურდღლის ნაკბენი და 1 ღორი.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.