ავარიის დროს ავტომობილი ამობრუნდა

2022-06-04 22:54:41

თბილისში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხიდზე მოძრაობდა, რა დროსაც ის პანდუსს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.