მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა

2022-06-04 15:03:12

ახალქალაქი-ნინოწმინდის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტბუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. მამაკაცმა მცირე დაზიანებები მიიღო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.