"1 კვირაა დავდივარ იუსტიციის სახლში... სული ძლივს გამომაქვს"

2022-06-03 13:26:05

ოქალაქეები რუსთავის იუსტიციის სახლში არსებულ მაღალ ტემპერატურას აპროტესტებენ. პრობლემის გაშუქების თხოვნით "ინფო რუსთავს" რამდენიმე პირი დაუკავშირდა.

"ერთი კვირაა დავდივარ რუსთავის იუსტიციის სახლში და ისეთი სიცხეა, სული ძლივს გამომაქვს... იქნებ გაარკვიოთ ,რა ხდება, ასეთი მდგომარეობა არსად არ არის. ამდენი ხალხი ტრიალებს და გაგრილების სისტემას არ რთავენ", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მოქალაქემ მისწერა.

ფაქტის გადამოწმების მიზნით ადგილზე ვიმყოფებოდით.

როგორც რუსთავის იუსტიციის სახლში განგვიცხადეს, გაგრილების სისტემა ჩართულია, თუმცა მოქალაქეთა დიდი ნაკადის გამო, სისტემის გაფართოებაა საჭირო, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

"კონდიცირება ჩართული გვაქვს, მაგრამ შენობა იმდენად მცირეა და ხალხის ნაკადი იმდენად დიდია, ვერ ერევა, სავარაუდოდ. მუშაობენ ამ ეტაპზე ამის გამოსასწორებლად", - აცხადებენ იუსტიციის სახლში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები