2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რუსთავში უკანონო მშენებლობის 13 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, აქედან 11 შემთხვევაში ფიზიკური, 2 შემთხვევაში კი იურიდიული პირი ეწეოდა უკანონო მშენებლობას.
სამართალდამრღვევები 6000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.
1 შემთხვევაში, მეპატრონემ შენობა-ნაგებობის დემონტაჟიც განახორციელა.
როგორც მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, 7 საქმეზე გრძელდება სამართალწარმოება.
შეგახსენებთ, უნებართვო მშენებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმებას ექვემდებარება. ჯარიმის ოდენობა 6 000 ლარითაა განსაზღვრული.
რუსთავში უკანონო მშენებლობების შემოწმებას, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ახორციელებენ.