რა სიმპტომები აქვს მაიმუნის ჩუტყვავილას და როგორ ვრცელდება

2022-05-22 13:32:03

მაიმუნის ჩუტყვავილა ინფექციური დაავადება და ვირუსით გადადის ცხოველიდან ადამიანზე.

დაავადება ძირითადად გვხვდება ტროპიკულ არეალებში დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. ვირუსი გადადის სისხლისა და სხეულის სხვა სითხეების საშუალებით, წვეთოვანი გზით, ადამიანებს და ცხოველებს, ან ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტის შედეგად.

ჩვეულებრივ მაიმუნის ჩუტყვავილა საშუალო სიმძიმისაა და ინფიცირებული ადამიანი მკურნალობის გარეშე რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება. სიმპტომებს შორისაა სიცხე 38,5oC-ზე მეტი, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, კუნთებისა და სხეულის ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა. მძიმე შემთხვევები უფრო გავრცელებულია ბავშვებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში. სიკვდილიანობის პროცენტი დაბალია.

ბოლო მონაცემებით, დაავადება მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტის 14 ქვეყანაში ფიქსირდება.

კანადაში აღრიცხულია დაავადების 22 შემთხვევა, ამერიკაში - 2, პორტუგალიაში - 34, ესპანეთში - 50, იტალიაში - 3, საფრანგეთში - 1, დიდი ბრიტანეთი - 20, ბელგიაში - 3, ნიდერლანდებში - 1, შვედეთში - 1, გერმანიაში - 1, ისრაელში - 1, ავსტრალიაში - 2.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები