რუსთავის სკოლებში "ბოლო ზარი" დაირეკა [photo]

2022-05-20 18:32:47

ისევე როგორც მთელს საქართველოში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ბოლო ზარი დაირეკა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებშიც.

მართალია, სკოლის დამთავრების აღნიშვნის ფორმა კლასებისთვის სხვადასხვაგვარია, თუმცა ყველასთვის ერთია და უცვლელად რჩება "ბოლო ზარის" მთავარი სიმბოლო, თეთრი პერანგი, რომელზეც რიგ შემთხვევებში, წარწერებთან ერთად, საინტერესო და კრეატიული გამოსახულებებიც გვხვდება.

კურსდამთავრებულებიც ყოველწლიურად სწორედ ამ კუთხით ცდილობენ ორიგინალურობის გამოჩენას.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, კვირის ფოტორეპორტაჟში თქვენთვის წარმოედგინა როგორ იყო გაფორმებული ამ წლის რუსთაველ კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები, რა ეწერათ ან რა ეხატათ მათ.

მსგავსი ხასიათის ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ ჩვენი ფეისბუქ გვერდის პირად შეტყობინებებში და აღნიშნული სურათები დაემატება სტატიას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები