რა ხდებოდა რუსთავის ქუჩებში "ბოლო ზარის" დღეს [video]

2022-05-20 18:08:42

მეთორმეტე კლასელებისთვის "ბოლო ზარი" დაირეკა. [ვიდეო/video]

მოსწავლეებმა წელს სკოლის დასრულება კოვიდ რეგულაციების გარეშე აღნიშნეს, რაც რუსთავის ქუჩებში არსებული ამაღლებული განწყობით ნამდვილად იგრძნობოდა.

სიმბოლურად, თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერების გაკეთების გარდა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მოსწავლეებს კიდევ ბევრი რამის შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც კურსდამთავრებულებმა გვითხრეს, ზოგიერთმა კლასმა "ბოლო ზარი" ტრადიციული ღონისძიებით, სასკოლო სივრცეში აღნიშნა. ზოგმა რეკრეაციულ სივრცეში გასეირნებითა და სურათების გადაღებით, ან ქალაქგარეთ გასვლით გაილამაზა ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ბევრმა ყველაფერთან ერთად, საღამო წვეულებით, რესტორნებში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა სიმრავლე შეინიშნებოდა რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქალაქის ქუჩებში კი "ბოლო ზარში" მონაწილე არაერთ ავტომობილს ნახავდით.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები