ავარია მეგობრობის გამზირზე (ვიდეო)

2017-09-21 00:03:50

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით "ჟიგულის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იუსტიციის სახლთან არსებულ გაჩერებაზე მყოფ 26 წლის მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ ინერციით გაიარა გაზონის პერიმეტრი და მოპირდაპირე ტროტუარზე გაჩერებულ "ოპელის" მარკის ავტომობილს ისეთი სისწრაფიდ დაეჯახა რომ მანქანა ტროტუარზე ავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავარიის შედეგად ახალაზრდა მამაკაცი დაშავდა, მისი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა. ექიმის თქმით მამაკაცს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.