ბოლო ინფორმაცია "აზოვსტალიდან" გამოყვანილი ჯარისკაცების შესახებ

2022-05-19 11:30:31

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 900-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც მათ ევაკუაციის ფარგლებში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანიდან გამოიყვანეს, წინასწარი დაკავების ცენტრში არიან გადაგზავნილები.

როგორც საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, ორი დღის განმავლობაში მათ 959 უკრაინელი ჯარისკაცი "ჩაბარდა", რომელთაგან 51-ს მძიმე დაზიანება აქვს.

მისივე ცნობით, დაშავებულები მკურნალობას ნოვოაზოვსკის ჰოსპიტალში გადიან, სხვები იკი ოლენივკაში წინასწარი დაკავების ცენტრებში იმყოფებიან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინულ მხარეს არ გაუვრცელებია განახლებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენმა სამხედრომ დატოვა "აზოვსტალის" ქარხანა.