ტრაპიზონთან ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 5 დაშავდა [photo]

2022-05-18 23:14:28

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქართული სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი ამობრუნდა.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა აჭარის მთავრობამაც, მათი ცნობით შემთხვევის დროს გარდაიცვალა საქართველოს 1 მოქალაქე, 5 კი დაშავდა. დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში. მედიკოსების მხრიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, 3-ის საშუალო სიმძიმისაა, მეხუთე კი მსუბუქადაა დაზიანებული.

აჭარის მთავრობის ცნობითვე, ტრაპიზონში რეგიონის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იმყოფება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები