McDonald's-ი რუსეთში ბიზნესს საბოლოოდ ყიდის

2022-05-16 16:19:33

McDonald's აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესს ყიდის და ბაზრიდან საბოლოოდ გადის. რესტორნების ცნობილი ქსელი ქვეყანაში 850 რესტორანს ფლობს და 62,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. 

სწრაფი კვების გიგანტი ომით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს და აცხადებს, რომ რუსეთში ბიზნესის შენარჩუნება "აღარ არის მდგრადი და არც McDonald’s-ის ღირებულებებს შეესაბამება".

რუსეთიდან გასვლის გამო, McDonald’s, სავარაუდოდ, $1,2-დან $1,4 მილიარდიან ზარალს ნახავს. 

McDonald's-ის განაცხადებით, რუსეთიდან გასვლა არ იმოქმედებს მის გეგმებზე. ის მიმდინარე წელს 1300 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს, რაც მის შემოსავლებს დაახლოებით 1,5%-ით გაზრდის.