იტალიაში 3 ქართველი დააკავეს

2022-05-09 16:47:32

იტალიაში, რომში სამი ქართველი მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორი 30 წლამდე და ერთი 51 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ახალგაძარცულ სახლს ტოვებდნენ.

ქართველების ჩხრეკის დროს პოლიციელებმა მოპარული ძვირფასეულობა ამოიღეს.