სპეცოპერაცია დასრულდა - ახალი დეტალები

2022-05-07 17:10:26

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულდა. საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, 2 პირი დააკავეს.

მამაკაცების აყვანა შუამთის ქუჩაზე, #10 კორპუსიდან მოხდა.  

არსებული ინფორმაციით, ისინი მე-12 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში იყვნენ გამაგრებული და თავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.

ბრალდებულებს ზუგდიდში მოქალაქის დაჭრის გამო 3 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. 



 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები