წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე მარნეულის მერობის კანდიდატი შეიცვალა

2017-09-18 15:57:36

ოფიციალურ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი შეცვალა. ამირან გიორგაძის კანდიდატურა თეიმურაზ აბასოვმა ჩაანაცვლა. პარტიის პრესსამსახურმა „ინფო რუსთავს“ განუცხადა რომ კანდიდატურის შეცვლის გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო, თუმცა მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ამირან გიორაძე საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კანდიდატად დასახელდა.