რუსეთის აგრესიას ბავშვები ყოველდღიურად ეწირებიან

2022-04-24 13:02:09

უკრაინის გენერალური პროკურორის  ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 205 ბავშვი დაიღუპა, 373 კი დაშავდა.

ყველაზე მეტი - 118 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 108, ხარკოვში 90, ჩერნიგოვში 57, ხერსონში 43, მიკოლაევში 40, ლუგანსკში 36, ზაპოროჟიეში 25.
რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1141 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 99 კი მთლიანად განადგურდა.