"დედის საფლავზე ეკლესია მოგვპარეს"

2022-04-22 23:44:34

რუსთავში სასაფლაოები გაქურდეს.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი "ინფო რუსთავის" ღია ჯგუფში წერს, მას ნივთი დედის საფლავიდან მოპარეს.

"დედის საფლავზე, რომელიც 8 თვის გარდაცვლილია ეკლესია მოგვპარეს! ხალხნო, ყველაფრის მოპარვა გამიგია, მაგრამ ეკლესიიის მოპარვა არ გამიგია, შიგნით დედას სურათი და სანთლები გვედო, არ ვიცი რა ვთქვა , უფალმა შეუნდოს ეს საშინელი ცოდვა ამის გამკეთებელს", - წერს ნათია ბახტაძე.

როგორც მან "ინფო რუსთავს" უთხრა, ეკლესია დაწებებული იყო, უცნობმა პირებმა ის ჩატეხეს და ისე მოიპარეს.

როგორც პოსტის კომეტარებიდან ირკვევა, ბოლო პერიოდში ეს რუსთავში საფლავების გაქურდვის ერთადერთი ფაქტი არაა. მოქალაქეები წერენ, რომ საფლავებიდან სკამები და სხვადასხვა ნივთები სისტემატიურად მიაქვთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები