ესპანურმა პოლიციამ კანარის კუნძულებზე სათევზაო გემი დააკავეს, რომლის ბორტის წევრებსაც 77 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი გადაჰქონდათ. დაკავებულ ბორტის ხუთ წევრს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათი ცნობით, თითქმის სამი ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ესპანურმა სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა გემის ერთ-ერთი საწვავის ავზში დამალული იპოვა.
დაკავებულებს შორის 4 თურქეთის და ერთი საქართველოს მოქალაქეა.