უკრაინელებმა 19 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

2022-04-13 12:19:34

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უკრაინა-რუსეთის ომში, რუსეთის მხარის დანაკარგების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში, 24 თებერვლიდან 13 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, 19 800-მდე რუსი ჯარისკაცია მოკლული.

"მტრის საერთო ჯამური დანაკარგი შემდეგია: ჯარისკაცი - დაახლოებით 19 800, ტანკი - 739, ჯავშანტექნიკა - 1964, საარტილერიო სისტემები - 358, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 115, საზენიტო საბრძოლო სისტემა - 64, თვითმფრინავი - 158, ვერტმფრენი - 143, ავტომობილები - 1429 ერთეული, კატარღა - 7, საწვავის ავზი - 76, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 132, სპეცტექნიკა - 125, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა - 4", - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.